2017-10-18 11:14:08, 2327 ნახვა
საზოგადოება
მოქანდაკე გოგი ოჩიაური გარდაიცვალა
90 წლის ასაკში ქართველი მოქანდაკე გოგი ოჩიაური გარდაიცვალა.
იგი იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ქანდაკების ფაკულტეტის სამხატვრო კლასის ხელმძღვანელი; 1953 წლიდან მონაწილეობს რესპუბლიკურ, საკავშირო და საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში. არის ავტორი ნამუშევრებისა: „ვაჟა-ფშაველა“ (1972), „ზღვა“, „შენ ხარ ვენახი“ (1964), „ქალის ტორსი“ (ადლერი, 1969), „სიცოცხლის ხე“ (ტექსელი, 1977), „რექვიემი“ (1981-1985); ალეგორიური ქანდაკებისა „მუსიკა“, „რესტავრაცია“ (მოსკოვი); არის დამდგმელი მხატვარი ფილმისა „ალავერდობა“; ავტორი სამენოვანი წიგნისა — „ევროპული ქანდაკების ბუნებისათვის“ (2002).
ჰყავს მეუღლე და შვილები. მისი ძმა, ირაკლი ოჩიაური აგრეთვე მოქანდაკე იყო.
ავტორი: ,