04:37 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-17 14:12:35, 4082 ნახვა

Lifestyle
Pussycat Dolls-ის ყოფილი სოლისტი: ჯგუფში კი არა, პროსტიტუციის ქსელში ვიყავი

Pussycat Dolls-ის ყოფილი წევრი კაია ჯონსი, "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე მუსიკალურ ჯგუფთან დაკავშირებით არაერთმნიშვნელოვან განცხადებას აქვეყნებს.

"ჯგუფში კი არა, პროსტიტუციის ქსელში ვიყავი",-წერს არტისტი.

მისი სიტყვების თანახმად, ჯგუფის წევრ გოგონებს, პროტესტის მიუხედავად სექსით დაკავებას ავალდებულებდნენ. ჯონსის თქმით ამ ყველაფერს "გირლს-ბენდის" შემქმნელი რობინ ანტინი აკეთებდა. ამასთან ერთად მომღერალმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ბენდის ერთ-ერთმა წევრმა გოგონამ თავი სწორედ ამ ყველაფრის გამო მოიკლა. "მოყევი, თუ როგორ გვანადგურებდი მორალურად", - მოუწოდა ჯონსმა ანტინს.

ჯონსის განცხადებიდან ირკვევა, რომ აქამდე ჯგუფის არც ერთ მონაწილე გოგონას ამ თემაზე დაშინების გამო არ ულაპარაკია: "ამიხსნეს, რომ თუ ვინმეს ამაზე მოვუყვები ერთ დღეს მკვდარს მიპოვიან ან ჩემს კარიერაში წერტილი დაისმევა".

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ჯგუფ Pussycat Dolls Dollhouse-ის ერთ-ერთმა სოლისტმა 25 წლის სიმონ ბატლმა თავი მოიკლა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics