2017-10-16 13:22:16, 2083 ნახვა
საზოგადოება
მიმდინარე წლის დასაწყისის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3 718 200 ადამიანს შეადგენს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის დასაწყისისთვის, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 718 200 ადამიანი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, გასული წლის ამავე პერიოდში მოსახლეობის რაოდენობა 3 720 400 იყო, შესაბამისად, ქვეყანაში მოსახლეობა 2 200 ადამიანით შემცირდა.
მიმდინარე წლის მონაცემებით, 2 128 600 ადამიანი საქალაქო, ხოლო 1 589 600 სასოფლო დასახლებაში ცხოვრობს. მოსახლეობიდან 1 781 500 ქალი, ხოლო 1 936 700 მამაკაცია.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისის მოსახლეობამ 1 114 600 ადამიანი შეადგინა.
ცნობისთვის, მონაცემები ეფუძნება 2014 წლის 5 ნოემბრის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგს.
ავტორი: ,