|
2017-10-14 15:04:40, 1819 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყება
21 ოქტომბრის არჩევნებისთვის დღეიდან საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყება. ამასთან დაკავშირებით ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს საინფორმაციო ბრიფინგი გამართა. ანა მიქელაძის განცხადებით, ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან ერთად, დააკვირდება 2 საერთაშორისო და 6 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 20 დამკვირვებელი. „საერთო ჯამში, თბილისის 9 სტამბაში დაიბეჭდება 9 546 450 ბიულეტენი. საარჩევნო ადმინისტრაციამ სტამბების შერჩევის პროცესში სხვა კრიტერიუმებთან ერთად ასევე გაითვალისწინა ისეთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, როგორიცაა ერთეულის კონკურენტუნარიანი ღირებულება, საბეჭდი დანადგარის ხარისხი და სტამბების დაცულობა. აღსანიშნავია, რომ ყველა შერჩეული სტამბა აღჭურვილია ვიდეო სამეთვალყურეო კამერებით“,-განაცხადა ანა მიქელაძემ. 21 ოქტომბერს ამომრჩეველს საარჩევნო უბანში გადაეცემა 3 სახის ბიულეტენი: • ერთი - ცისფერი ფერის ბიულეტენი განკუთვნილია პროპორციული არჩევნებისთვის პარტიის ან საარჩევნო ბლოკის ასარჩევად • მეორე - ვარდისფერი ბიულეტენი - საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ასარჩევად • მესამე - ღია მწვანე ფერის ბიულეტენი - თვითმმართველი ქალაქის ან თვითმმართველი თემის მერის ასარჩევად. კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო ბიულეტენების ზუსტი აღრიცხვის მიზნით, თითოეული სახის საარჩევნო ბიულეტენი თანმიმდევრობით დაინომრება და 50-50 ცალად აიკინძება ბლოკნოტების სახით. თითოეულ საარჩევნო უბანს ამომრჩეველთა რაოდენობიდან გამომდინარე, გადაეცემა 50-ის ჯერადი ოდენობის ბიულეტენი. ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების ასარჩევად 1088 მაჟორიტარული განსხვავებული სახის ბიულეტენი დაიბეჭდება. ასევე, 64 სახის სხვადასხვა პროპორციული სიის და თვითმმართველი ქალაქისა და თემის მერის არჩევნებისათვის 64 განსხვავებული სახის ბიულეტენი. „აღსანიშნავია, რომ ბიულეტენები ასევე დაიბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე: ქართულ-აზერბაიჯანულ და ქართულ-სომხურ ენებზე. ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე ბიულეტენები მიეწოდება 208 საარჩევნო უბანს, ხოლო ქართულ-სომხურ ენებზე - 133 საარჩევნო უბანს. ასევე, ოთხი საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხურ ენებზე)“,-განაცხადა ცესკოს სპიკერმა. მისივე თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია კანონით განსაზღვრულ ვადებში (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა), საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს ბიულეტენებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიები კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უზრუნველყოფენ ბიულეტენების მიწოდებას საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაიბეჭდება როგორც ამომრჩეველთა სამაგიდო (ფოტოსურათიანი), ისე სიის საჯარო (კედლის) ვერსია და ამომრჩეველთა ბარათები. საბოლოო მონაცემებით, ამ არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში საერთო ჯამში რეგისტრირებულია 3 440 123 ამომრჩეველი. (NS)
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)