01:00 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-14 11:56:03, 1966 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ცხინვალის რეგიონის გამყოფ ხაზთან საირიგაციო სისტემის მოწყობის პროექტს ახორციელებს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია” ცხინვალის რეგიონის გამყოფ ხაზთან მდებარე მერეთის თემის სოფლების სავარგულების სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, საირიგაციო სისტემის მოწყობის პროექტს ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში მდინარე პატარა ლიახვზე გაკეთდა გვერდითი წყალაღების სათავე ნაგებობა; აშენდა ოთხი  სატუმბი სადგური; მოეწყო 2 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური არხი და წყალგამშვები კვანძები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ელექტრო მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი.
ახალი საირიგაციო ქსელით გორის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის - მერეთის, გუგუტიანთკარის, ზარდიაანთკარისა და კოშკას  282 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გახდება წყალუზრუნველყოფილი.   

პროექტი, რომლის ღირებულებაც 1 700 000 ლარს შეადგენს,  2017 წლის ბოლოსთვის დასრულდება.
2012 წლიდან შიდა ქართლის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის   45 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად, წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი რეგიონში  20 855 ჰექტრამდეა გაზრდილი. 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics