01:00 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-13 11:24:21, 1785 ნახვა

საზოგადოება
უძრავ ნივთებზე ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების არქივების პროექტი დასრულდა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უძრავ ნივთებზე რეგისტრირებულ მონაცემებზე ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების არქივირების პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით დაასრულა.

ამიერიდან, ნებისმიერ რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული  მონაცემების სრული ისტორია ერთიან ელექტრონულ ბაზაშია განთავსებული,  რაც  ერთიანი სარეგისტრაციო პრაქტიკის ჩამოყალიბებას, მონაცემთა ბაზების სრულყოფას, ზუსტი სტატისტიკის წარმოებას, სწრაფ და ხარისხიან  რეგისტრაციას უწყობს ხელს.

ელექტრონული სააღრიცხვო ბარათი შემდეგ ინფორმაციას მოიცავს: სამართლებრივად ვის სახელზეა რეგისტრირებული უძრავი ქონება, სხვადასხვა დროს ვინ იყო მისი მფლობელი, რა ვალდებულებებით იყო და არის დატვირთული (იპოთეკა, იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი..) და ა.შ.  

სააღრიცხვო ბარათებს  საჯარო რეესტრის გარდა თავიანთ საქმიანობაში  სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიც გამოიყენებენ.

საჯარო რეესტრის არქივირების პროექტს მასშტაბური სახე 2014 წელს  მიეცა და მასში, დამატებით 100 თანამშრომელი დასაქმდა.

 პროექტის ფარგლებში, სააგენტოს ფილიალებიდან სულ 60 869 ბაინდერი  დამუშავდა.    

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics