|
2015-05-01 11:39:25, 422 ნახვა
საზოგადოება
შშმ პირმა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში სტაჟირება დაასრულა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა სტაჟირება დაასრულა. ჯემალ ჭელიძე უწყებაში სტაჟირების კურსს მიმდინარე წლის 2 მარტიდან 1 მაისამდე გადიოდა. სტაჟირების წარმატებით გავლისთვის დღეს კურსდამთავრებულს მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ სერტიფიკატი გადასცა. „ეს ერთობლივი პროექტია ჩვენი და არასამთავრობო ორგანიზაციების. გვინდა, რომ სამინისტროს ბაზაზე სტაჟირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა მომავალ წელსაც გაიარონ. ჩვენ მათ გადავცემთ იმ ცოდნას და გამოცდილებას რაც გაგვაჩნია. მათი საჯარო სამსახურში სტაჟირება კარგი სასტარტო პირობაა კონკურსში მონაწილეობისა და დასაქმებისათვის. ბატონი ჯემალი ამის კარგი მაგალითია, ის აქტიურად თანამშრომლობდა ყველა დეპარტამენტთან, მიიღო მაქსიმალური ინფორმაცია სამინისტროს საქმიანობისა და საჯარო სამსახურის სპეციფიკის შესახებ, შეიძინა თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება“,-აღნიშნა ნუგზარ სურმანიძემ. ჯემალ ჭელიძე პროფესიით რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია. მან სტაჟირება სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფაგლებში გაიარა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სამინისტროს, ა(ა)იპ ,,ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის", ა(ა)იპ ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებებისათვის", ა(ა)იპ ,,აბროგაცია"-სა და ა(ა)იპ ,,Art Way"-ს შორის 2015 წლის 26 თებერვალს გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში 2015 წლის სექტემბერში სტაჟირებას სამინისტროში კიდევ ერთი შშმ პირი გაივლის.
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)