22:07 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-10 14:28:08, 1863 ნახვა

საზოგადოება
ხათუნა სამნიძის ინფორმაციით, საკრებულოში სუს-ის თანამშრომლები იმყოფებიან

თბილისის საკრებულოს რესპუბლიკური პარტიის წევრის ხათუნა სამნიძის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები საკრებულოს შენობაში იმყოფებიან და ფარულ ვიდეო გადაღებას ახორციელებენ.

კერძოდ, სამნიძე ჟურნალისტებთან პირად საუბარში ამბობს, რომ დაინახა, სავარაუდოდ,  სუს-ის თანამშრომელი, რომელიც შენობის ფანჯრიდან გარეთ მყოფ აქციის მონაწილეებს ვიდეოს უღებდა.

ცნობისთვის, დღეს საკრებულოს სხდომაზე ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის თბილისში ორ ტერიტორიაზე არსებული  მიწის  ნაკვეთების პირდაპირი წესით გადაცემის საკითხი უნდა განიხილონ.

საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, ოქროყანას დასახლებაში მდებარე 4433 კვ.მ მიწის ნაკვეთი შპს „თაბორი  რიზორთს“, პირდაპირი განკარგვის ფორმით 102,000 ლარად  უნდა გადაეცეს  საკუთრებაში,  ხოლო თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ცეკავშირის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე სასტუმროსთან  არსებული 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთის  შპს „თბილისი სითისათვის“ საკუთრებაში გადაცემა, სიმბოლურ ფასად -1 ლარად მოხდება. დაგეგმილი პროექტები თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის დაფუძნება ყოფილი პრემირ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics