2017-10-09 18:43:55, 2196 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება
10 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების მიზნით, 10:00-დან 14:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
დიდუბის რაიონი - საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, ქსელების გაუმჯობესების მიზნით, 10-დან 14 საათამდე, აკაკი წერეთლის გამზირი ( ნაწილობრივ მაცხოვრებლებს);
სამგორის რაიონი - თბილისის მერიის მიერ საგზაო სამუშაოების ჩატარების გამო, 11 საათიდან 18 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება: ვარკეთილის 3-ე ზემო პლატოს, ჭიჭინაძის, ცისკარაშვილის, მოსკოვის, გუმათჰესის, ენგურჰესის, იდუმალისა და რაიკაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს;
საბურთალოს რაიონი - გეგმიური-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10-დან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის მაცხოვრებლებს.
ავტორი: ,