00:29 - 06 Aug, 2026
|
2017-10-09 14:41:36, 2326 ნახვა
Lifestyle
ჩინელმა ქალმა მობილურზე ხანგრძლივი თამაშის გამო, მხედველობა დაკარგა
ჩინეთში, დუნგუანის პროვინციაში მცხოვრებმა 21 წლის გოგომ, სმარტფონზე ხანგრძლივი თამაშის გამო, ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. ამის შესახებ რეგიონალური გაზეთი South China Morning Post იუწყება. ცნობილია, რომ გოგონა სმარტფონის თამაშით მთელი დღის მანძილზე იყო დაკავებული, რის შემდეგაც იგი საავადმყოფოში მოხვდა. მას მარჯვენა თვალის ოკლუზია დაუდგინეს, რაც მხედველობის დაკარგვას ნიშნავს. ექიმების თქმით, ეს თვალის მუდმივი დაძაბულობის ბრალი შეიძლება ყოფილიყო. "როცა არასამუშაო დღე მაქვს, დილის 6 საათზე ვდგები, მივირთმევ და დღის 4 საათამდე ვთამაშობ, შემდეგ ისევ ვჭამ და თამაშს ღამის 1 საათამდე ვაგრძელებ",-უთხრა გოგონამ ჟურნალისტებს.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)