|
2015-01-15 16:26:38, 3476 ნახვა
პოლიტიკა
საკონსულტაციო ორგანოს შექმნის თაობაზე, პრეზიდენტის გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი
ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველს კახა კოჟორიძეს, დღეს არ აქვს პასუხი, შეიქმნება თუ არა უზენაესი სასამართლოს კანდიდატთან დაკავშირებით, საკონსულტაციო ორგანო. როგორც კოჟორიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტი ამ საკითხზე იფიქრებს და გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ამასთან, კოჟორიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, შეიქმნება თუ არა საკონსულტაციო ორგანო, გიორგი მარგველაშვილი უზენაეს სასამართლოს კანდიდათან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორთან შეხვედრას მომავალშიც გააგრძელებს. „დღეს ვერ გეტყვით შეიქმნება თუ არა საკონსულტაციო საბჭო, პრეზიდენტმა ამ კითხვაზე ასეთი პასუხი გასცა-ის იფიქრებს ამ საკითხზე და პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ალბათ, უახლოეს დღეებში გაცხადდება. მიუხედავად იმისა, შეიქმნება თუ არა საკონსულტაციო საბჭო, პრეზიდენტმა დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ არის პირველი და ბოლო შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან და ამ საკითხზე ის შეხვედრას სხვებთანაც გააგრძელებს“,-განაცხადა კახა კოჟორიძემ. ამასთან, კოჟრიძის ინფორმაციით, პრეზიდენტის მზაობას, რომ პარლამენტის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდეს, გამოხმაურება დღემდე არ მოჰყოლია. „მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტმა მზადმყოფნა გამოთქვა პარლამენტის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან და სხვა ჟგუფებთან შეხვედრის. მაგრამ, როგორც ცნობილია, ჯერჯერობით ოფიციალური გამოხმაურება პრეზიდენტის ამ მზაობას დღემდე არ მოჰყოლია, გარდა არასამთავრობო სექტორისა, რომლებმაც დროულად, მალევე დააფიქსირეს მზაობა და ეს შეხვედრა შედგა“,-განახადა კახა კოჟორიძემ.
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)