20:04 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-07 12:50:58, 2669 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქში „თბილისობა 2017“-ის საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს

დედაქალაქის მასშტაბით „თბილისობა 2017“-ის საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს.

გასართობი, სპორტული და კულტურული ღონისძიებების ძირითადი ნაწილი განახლებულ  აღმაშენებლის გამზირზე, რიყის პარკში, მეტეხის ხიდზე და ლეღვთახევშია წარმოდგენილი.

განახლებულ აღმაშენებელზე დედაქალაქის მერი დავით ნარმანია იმყოფებოდა. მან მოქალაქეებს თბილისობა მიულოცა და აღნიშნა, რომ  წლევანდელი „თბილისობა“ გამორჩეული იქნება.

„წელს პირველად ჩვენი დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები იქნება, სადაც მათი კულტურის, სამზარეულოს, ტრადიციების ჩვენება იქნება. ახალ აღმაშენებელზე იქნება საქართველოს ისტორიაში არსებული მარკების გამოფენა-ჩვენება. აქვე იქნება ჩვენება ე.წ. ორთქლის ქალაქის, რომელიც საინტერესო კონცეფციაა. რიყის ტერიტორიაზე ფრანების შოუ გაიმართება. შემაჯამებელი ღონისძიება - გალაკონცერტი აბანოთუბანში ჩატარდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

ფოტო რეპორტაჟი

ღონისძიებების პროგრამა





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics