|
2017-10-04 13:34:42, 1961 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრმა ქვეყნის აეროგადაღება დაასრულა
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, პროექტის „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო" ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიის აეროგადაღების სამუშაოები დაასრულა. სააგენტოს ინფორმაციით, მიღებულ ზუსტ და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მონაცემებზე დაყრდნობით, მომზადდება სიმაღლური მოდელი და ორთოფოტოგეგმები, რომლებსაც საჯარო რეესტრი კადასტრის მაღალი ხარისხით წარმოებისთვის, ნავიგაციაში, სამგანზომილებიანი მონაცემების შესაქმნელად და სხვ მრავალი დანიშნულებით გამოიყენებს. პროექტს „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო", რომლის დაფარვის არეალი დაახლოებით 40 000 კვ.კმ. შეადგენს, საჯარო რეესტრი ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოს (STATENS KARTVERK) ხელშეწყობით ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის და მოცულობის აეროგადაღებები და ერთიანი ორთოფოტოსურათის შექმნა ქვეყანაში პირველად ხდება. „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო" პროექტის დაწყებამდე, საქართველოში კონკრეტული არეალების აეროფოტოგადაღება სახელმწიფოს დაკვეთით სულ სამჯერ (2000, 2005 და 2010 წწ.)განხორციელდა. თუმცა, სამოქმედო გეგმის არარსებობის გამო, სამუშაოები სპონტანურად წარმოებდა. ორთოფოტოგეგმების მნიშვნელოვანი ნაწილი ტექნოლოგიური დარღვევებით იყო შექმნილი და თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა. საჯარო რეესტრისა და ნორვეგიის კარტოგრაფიული ორგანოს ერთობლივი პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყანაში საკუთრების უფლებების დაცვის, მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და მიწის მართვის პროცესებს. ამას გარდა, ხელს შეუწყობს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დარგების განვითარებას, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) კონცეფციისა და ევროკავშირის INSPIRE დირექტივის შესაბამისად, გეოგრაფიული მონაცემების კომბინირებას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივ კატასტროფებზე რეაგირებას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)