17:52 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 11:14:35, 1809 ნახვა

საზოგადოება
"შატო მუხრანში" რთველი გაიმართა

მიმდინარე  წლის 1 ოქტომბერს, "შატო მუხრანმა" ქართველ და უხოელ სტუმრებს საზეიმოდ უმასპინძლა. ივანე მუხრანბატონის ისტორიულ მამულში, 1878 წლიდან დამკვიდრებულმა ტრადიციამ სტუმრებს წელსაც ულამაზესი დღესასწაული  მოუმზადა; ისე როგორც საუკუნენახევრის წინათ, ახლაც, მამულის პომპეზური გარემოს ინსპირაციამ, ამ დღისთვის შექმნილმა,  ქართულ-ფრანგული ხასიათით გაჯერებულმა დეკორმა და გრანდიოზულმა ინსტალაციებმა მნახველებს დაუვიწყარი შთაბეჭდილება შეუქმნა.

ღონისძიება ყურძნის კრეფით და მოსავლის ორსაუკუნოვან საწნახელში დაწურვით დაიწყო და უამრავი  საინტერესო აქტივობით გაგრძელდა. სასახლის წინ მდებარე ტყე-პარკში სტუმრებს "შატო მუხრანის" პრემიალური ღვინის სახეობების დეგუსტაცია და საინტერესო გასართობითი და შემეცნებითი პროგრამა შესთავაზა. საზეიმო ვითარებაში დაანონსდა  მუხრანბატონის უნიკალური სასახლის ინტერიერის აღდგენითი სამუშაოების დაწყებაც, რითიც დაგვირგვინდება მუხრანბატონის სასახლის, ქართული კულტურული მემკვიდრეობის  ამ უმნიშვნელოვანესი ძეგლის აღდგენის უნიკალური პროცესი, რომელსაც  ბიზნესმენებმა: მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და ფრედერიკ პოლსენმა 2002 წელს ჩაუყარეს საფუძველი. პროექტის ფარგლებში უკვე აღდგა ვენახები, ღვინის საწარმო,  მიწისქვეშა მარნები, სასახლის გარე ფასადი და ეზო, რაც ისე როგორც საუკუნენახევრის წინათ, ახლაც ქართულ სამეურნეო, კულტურულ და შემეცნებით საქმეებს ემსახურება.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics