|
2017-10-02 18:01:05, 1787 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტო ახალშობილების საიდენტიფიკაციო სამაჯურებით სამშობიაროების მომარაგებას აგრძელებს
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე „კლინიკა ლანცეტს“ ესტუმრა და ჩვილებს ახალშობილის სამაჯურები გადასცა. იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მხარს უჭერს პარტნიორ სახელმწიფო დაწესებულებებს, საიდანაც ახალშობილის დაბადების რეგისტრაციის შესახებ იღებს ცნობებს, და სამშობიაროებს უფასოდ გადასცემს ახალშობილთა საიდენტიფიკაციო სამაჯურებს. შედეგად, საქართველოს ყველა რეგიონში რეგისტრირებული სამედიცინო დაწესებულებები ევროპული ხარისხის, ერთნაირი ფორმის, დახვეწილი დიზაინის სამაჯურებით მომარაგდება. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სამაჯურების სრული მარაგი ტენდერის გზით მიიღო ევროპული კომპანიისგან „PDC Healthcare“. კომპანია (http://www.pdcorp.com/) ჯანდაცვის სფეროში გლობალური ლიდერია და სხვა მრავალ სამედიცინო პროდუქტთან ერთად უზრუნველყოფს ახალშობილებისთვის უსაფრთხო, ანტიალერგიული, მაღალტექნოლოგიური საიდენტიფიკაციო სამაჯურების დამზადებას. „PDC Healthcare“-ს ამ სფეროში საქმიანობის 60 წელზე მეტი გამოცდილება აქვს და პროდუქციას მსოფლიოს ინოვაციური საიდენტიფიკაციო სისტემების მეშვეობით აწარმოებს. სამაჯურების დამზადება 29 600 ლარი დაჯდა. ერთი სამაჯურის ღირებულება 37 თეთრით განისაზღვრა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის სამსახურის სტატისტიკით, საქართველოში წელიწადში 60 000-მდე ბავშვი იბადება. ამ სამაჯურების დახმარებით მოხდება ახალბედა მშობლების ინფორმირება დაბადების მარეგისტრირებელი სახელმწიფო უწყების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ საიდენტიფიკაციო სამაჯურებზე დატანილია წარწერა: „დაბადება რეგისტრირდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მშობლები ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინახავენ შვილის პირველ სამაჯურს და ხშირად მას თვალსაჩინო ადგილზე განათავსებენ ხოლმე. სწორედ ამიტომ დაბადების მარეგისტრირებელი სახელმწიფო სტრუქტურა დედებსა და პატარა მოქალაქეებს მაღალი ხარისხის საიდენტიფიკაციო სამაჯურებით დაასაჩუქრებს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალშობილთა სამაჯურებით სამედიცინო დაწესებულებებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამარაგებს. აღსანიშნავია, რომ 25 000-ზე მეტი სამაჯური უკვე დარიგებულია საქართველოს რეგიონების სამშობიარო სახლებში, მათ შორის, ბათუმის, ქობულეთის, ფოთის, ოზურგეთის, სენაკის, ქუთაისისა და თელავის სამშობიარო სახლებში, თბილისის „იმედის,“ „გაგუას“, „ჩაჩავას“, „ჰერას“ და „ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრის“ კლინიკებში. დღეს საიდენტიფიკაციო სამაჯურები „კლინიკა ლანცეტის“ პატარებმაც მიიღეს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალშობილთა სამაჯურებით სამედიცინო დაწესებულებებს მომავალშიც მოამარაგებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)