2017-10-01 14:26:44, 1926 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორემ შაბათი ერთობისა და თანადგომის დღედ გამოაცხადა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შაბათი ერთობისა და თანადგომის დღედ გამოაცხადა.
ამის შესახებ პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაზე ბრძანა.
როგორც უწმინდესმა აღნიშნა, შაბათს დილის 10.00 საათიდან 15:00 საათამდე მრევლმა დრო სიკეთისთვის უნდა გამოიყენოს.
„ჯერ გადავწყვიტეთ ასეთი დღე ყოფილიყო ხუთშაბათი, მაგრამ ეს შეიცვალა, რადგან ხუთშაბათი სამუშაო დღეა და ხალხი სამუშაოს არ უნდა მოვწყვიტოთ. ამიტომ შაბათ დღეს გადავიტანეთ. ამ დღეს დილის 10.00 საათზე დაიწყება შეკრება, 12.00 საათზე იქნება სამადლობელი პარაკლისი, შემდეგ ისევ თანადგომა, საუბრები და საქმიანობა ადამიანთა შორის - 15:00 საათამდე”, -ბრძანა პატრიარქმა.
ავტორი: ,