2017-10-01 10:51:11, 2018 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ტერიტორიაზე მომდევნო დღეების განმავლობაში ნალექიანი ამინდები შენარჩუნდება
საქართველოს მასშტაბით, მომდევნო დღეების განმავლობაში ნალექიანი ამინდები
შენარჩუნდება.
გარემოს ერონული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღეს +25 გრადუსი სითბო და ნალექიანი ამინდი იქნება, 2 ოქტომბერს +19 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ასევე წვიმას პროგნოზირებენ 3-4 ოქტომბერსაც.
დღეს დედაქალაქ თბილისში +13 გრადუსი სითბო და წვიმაა, 2 ოქტომბერს ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება და ასევე იწვიმებს, 3 ოქტომბერს ნალექიანი ამინდი და +16 გრადუსი სითბო იქნება, +18 გრადუსსა და წვიმას პროგნოზირებენ 4 ოქტომბერს.
დასავლეთ საქართველოს ბარშიც 4 ოქტომბრის ჩათვლით წვიმაა ნავარაუდევი. ჰაერი +19-დან +25 გრადუსამდე გათბება.
მთიან და მაღალ მთიან რაიონებში შედარებით დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.
ავტორი: ,