15:27 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-30 17:09:08, 2118 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზაში“ სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

„საქართველოს რკინიგზაში“, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.  რკინიგზელები   რეგულარულად იღებენ მსგავს აქციებში მონაწილეობას.

ამჯერად, „საქართველოს რკინიგზა“ დონაციის აქციაში ,,ჯო ენის სისხლის ბანკთან“ ერთად ჩაერთო. აღნიშნული ორგანიზაცია გახსნის დღიდან მხოლოდ უანგარო დონორებს ემსახურება.

,,ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, 2020 წლისათვის, საქართველოში სისხლის დონაციების 100 % უნდა იყოს უანგარო. ჩვენი მიზანია ამ კუთხით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, საქართველოში უანგარო, რეგულარული დონორობის პოპულარიზაცია და სისხლის უანგარო დონაციების რაოდენობის ზრდა. გვიხარია, რომ ამ აქციაში რკინიგზელები იღებენ მონაწილეობას, რაც მისაბაძი მაგალითია სხვა ორგანიზაციებისათვის“, - აღნიშნა ,,ჯო ენის სისხლის ბანკის“  დირექტორმა ლევან ავალიშვილმა.

საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, უანგარო დონორის სისხლისაგან დამზადებული კომპონენტები ყველაზე უსაფრთხოდ ითვლება.  თავად სისხლის  დონაციაც უსაფრთხო პროცესია.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის საქველმოქმედო აქციებზე რკინიგზელთა აქტივობა ყოველთვის ძალიან მაღალია.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics