|
2017-09-28 15:48:59, 2024 ნახვა
საზოგადოება
რას გეგმავენ საარჩევნოდ ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები
დღეს, ეთნოსთაშორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის“ ხელმძღვანელმა აგიტ მირზოევმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ბრიფინგი ჩაატარა. მან დამსწრე ჟურნალისტებს შეატყობინა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები თბილისის მერობის კანდიდატებს შეხვდებიან. მისივე თქმით, აღნიშნული შეხვედრები ემსახურება იმას, რომ მხარეებმა ერთმანეთს მათი ხედვები გააცნონ. პროექტს კურირებს, საქართველოში ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე სამი ორგანიზაცია: ეთნოსთაშორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი დასაერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“. ორგანიზაციებმა ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, ხელი შეუწყონ მერობის კანდიდატების შეხვედრებს 19 დიასპორის ლიდერებთან და აქტივისტებთან. აგიტ მირზოევის თქმით, პროექტში ჩართული ორგანიზაციები ასრულებენ მოდეტარის ფუნქციას. ვინაიდან, მიაჩნიათ, რომ აღნიშნული შეხვედრები ხელს შეუწყობს უმცირესობათა წარმომადგენლების ინფორმირებულობას, კანდიდატების პროგრამის და ხედვების შესახებ. კანდიდატები, კი თავის მხრივ, მოიპოივებენ ინფორამციას უმცირესობების პრობლემატიკის ირგვლივ. “პირველი ოქტომბრიდან ჩვენ ვგეგმავთ კვირაში 2-3 შეხვედრის გამართვას. კანდიდატები თავად შემოგვთავაზებენ შეხვედრის ადგილს. თითოეულ კანდიდატთან შედგება პერსონალური შეხვედრა. ჩვენ შევხვდებით ყველა კანდიდატს, რომელიც გამოხატავს მზადყოფნას შეხვედრისთვის. ასევე, გვსურს, რომ შეხვედრას აშუქებდნენ მედიის წარმომადგენლები, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ვუტოვებთ თავად კანდიდატებს. ჩვენ დავიწყეთ კომუნიკაცია კანდიდატებთან, და მინდა გითხრათ, რომ ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს წარმომადგენლებმა გამოხატეს ინტერესი და მზადყოფნა, ასევე, უახლოეს დღეებში შედგება კომუნიკაცია კახა კალაძესთან, გიორგი ვაშაძესთან და ალეკო ელისაშვილთან“, - განაცხადა აგიტ მირზოევმა. ორგანიზატორის განცხადებით, ამ ეტაპზე, რამდენიმე კანდიდატმა უკვე გამოხატა სურვილი და მზადყოფნა პროექტში ჩართვასთან დაკავშირებით და შეხვედრები უახლოეს დღეებში განხორციელდება, ხოლო დანარჩენ კანდიდატებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება და კონსულტაციები. თუმცა, ორგანიზაციები, ღრმად არიან დარწმუნებული, რომ მსგავი შეხვედრები დადებითად აისახება საარჩევნო პროცესზე და ყველა კანდიდატი აქტიურად ჩაერთვება პროექტში. (NS)
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)