2017-09-28 15:10:31, 1949 ნახვა
საზოგადოება
30 სექტემბერიდან თბილისის მედიათეკებში საბავშვო შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტი იწყება
30 სექტემბრიდან თბილისის მედიათეკების სამივე ფილიალში (ვაკე, ვარკეთილი, ნაძალადევი) იწყება შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც გათვლილია 6-დან 10 წლამდე ბავშვებისა და 10-დან 15 წლამდე მოზარდებისთვის.
პატარებისთვის შედგენილია მრავალფეროვანი პროგრამა - ხატვის, მუსიკის, ანიმაციის, ეკოლოგიის და ხელოვნების მიმართულებით. პატარები ასევე გახდებიან მკითხველთა კლუბის წევრები და მსახიობებთან ერთად იმოგზაურებენ წიგნის ჯადოსნურ სამყაროში.
შეხვედრები ყოველ შაბათს გაიმართება, 13:00-დან 15:00 საათამდე. პროგრამის ღირებულება განსაზღვრულია ისე რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის.
რეგისტრაცია მიმდინარეობს თბილისის მედიათეკის ყველა ფილიალში, პირველი შეხვედრა კი 30 სექტემბერს გაიმართება.
(NS)
ავტორი: ,