10:57 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-25 11:18:16, 2110 ნახვა

საზოგადოება
აღმოსავლეთ საქართველოში თვის ბოლომდე ცივ და ნალექიან ამინდებს ვარაუდობენ

საქართველოს ტერიტორიაზე მომდევნო დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდებია ნავარაუდევი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +25, +30 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. 27 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან და 28 სექტემბერს საქართველოში ცივი და ნოტიო მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი.

29 სექტემბრიდან დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება. მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, +13, +18 გრადუსია მოსალოდნელი. 1 ოქტომბრიდან ჰაერის ტემპერატურა 3 – 5 გრადუსით მოიმატებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ
FT: ევროკავშირი რუსეთის მიერ იმპორტის აკრძალვის შემდეგ სომხეთისთვის საგანგებო სავაჭრო დახმარების ზომებს ამზადებს
„დიდი შვიდეულის“ კომუნიკე - უნდა უზრუნველვყოთ, რომ ირანმა არასდროს შექმნას ბირთვული იარაღი
ბენზინის დეფიციტი რუსეთის 50-ზე მეტ რეგიონს შეეხო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics