2017-09-18 10:11:45, 1970 ნახვა
საზოგადოება
სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში უმეტესად უნალექო და ცხელ ამინდებს პროგნოზირებენ
სინოპტიკოსები, 21 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით უმეტესად უნალექო და ცხელ ამინდებს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 18 სექტემბერს +32 გრადუსი სითბო იქნება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, 19-20 და 21 სექტემბერს +35 გრადუს სითბოსა და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
დღეს, 18 სექტემბერს დედაქალაქ თბილისში +22 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, 19 სექტემბერს +32 გრადუსი იქნება, 20 სექტემბერს +33, ხოლო 21 სექტემბერს ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება.
დასავლეთ საქართველოს ბარში 18 სექტემბერს +37 გრადუსი სითბო იქნება, 19 სექტემბერს +36, ხოლო 20 და 21 სექტემბერს კვლავ +37 გრადუს სითბოს ვარაუდობენ.
მთიან და მაღალ მთიან რაიონებში შედარებით დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.
ავტორი: ,