2017-09-14 15:12:18, 2331 ნახვა
საზოგადოება
დავით ოქიტაშვილმა პროფკავშირების თავმჯდომარეობის არჩევნებში კანდიდატურა მოხსნა
დავით ოქიტაშვილი გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
ოქიტაშვილის კანდიდატურის მოხსნის მიზეზად მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს ასახელებს.
„მე ვხსნი ჩემს კანდიდატურას იქიდან გამომდინარე, რომ 24 საათი ერთიდაიგივე ლაპარაკი ისმის, რომ ვარ სამთავრობო კანდიდატი. ეს იყო ბრალდება. ჩემი თვითმიზანი არ იყო პროფკავშირები თავმჯდომარე გავმხდარიყავი. ჩემი მიზანი იყო პეტრიაშვილის შესახებ ხალხს გაეგო. ჩემი კანდიდატურის მოხსნით მტკიცდება რომ მე არ ვიყავი სამთავრობო კანდიდატი“,- განაცხადა მან.
ცნობისთვის, დღეს გაერთიანებული პროფკავშირების ყრილობა იმართება, რომელზეც გაერთიანების თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. კანდიდატები არიან ირაკლი პეტრიაშვილი და ამირან ზენაიშვილი.
ავტორი: ,