2017-09-12 09:11:21, 2269 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ წერეთლის ფილიალში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„საქართველოს ბანკი“ წერეთლის გამზირზე მდებარე ფილიალში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფილიალში ყაჩაღობის ფაქტი დაფიქსირდა.
„საქართველოს ბანკის წერეთლის გამზირზე მდებარე ფილიალში დაფიქსირდა ყაჩაღობის მცდელობა. ფილიალში შეჭრიდან და საგანგაშო ღილაკზე თითის დაჭერიდან ოპერატიულად პოლიცია ადგილზე მივიდა და შეჭრილ პირს დანებება შესთავაზა, თუმცა მან თვითმკვლელობის მიზნით გასროლა განახორციელა, რაც სავალალო შედეგით დასრულდა. საქართველოს ბანკი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით", -ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
(R)
ავტორი: ,