|
2017-09-12 08:18:44, 1851 ნახვა
საზოგადოება
NASA-ს პროექტის ფარგლებში საქართველო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს, რომელიც NASA-ს (The National Aeronautics and Space Administration) ტყის და მიწის დაფარულობის და გლობალური დაკვირვების სისტემის (GOFC/GOLD - Global Observations of Forest and Land Cover Dynamics) პროექტის ფარგლებში ტარდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენცია მიზნად ისახავს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, მონაცემთა გაცვლას და ამ მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერებას გრძელვადიანი მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბებისთვის. უწყების ცნობით, პროგრამა ხელოვნური თანამგზავრებიდან მიღებულ ინფორმაციებს ეფუძნება, რომლებიც დეგრადირებული ნიადაგების, პრობლემური ადგილების ფართომასშტაბიანი ცვლილებების შესწავლის, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და, ზოგიერთი კულტურის (მაგ., ხორბალი, ქერი) შემთხვევაში, მოსავლის პროგნოზირების მონიტორინგის, მრავალწლოვანი კულტურებით დაკავებული ფართობის განსაზღვრა-დაკვირვების, სატყეო ხანძრების მონიტორინგის, მიწის დაფარულობის კვლევა-ანალიზის პროცესში ფართოდ გამოიყენება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მსოფლიოს მრავალ რეგიონში შექმნილია საინფორმაციო ქსელები, რომლებიც ხელს უწყობს დარგში ჩართულ სპეციალისტებს რეგულარული სემინარების და კონფერენციების მოწყობასა და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორცილებას. ამასთან, აღნიშნული ქსელების წარმომადგენლები ყოველწლიურად იკრიბებიან გამოცდილების გაზიარებისა და მიმდინარე კვლევების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით. „აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ფარგლებში დაფუძნდება კავკასიის საინფორმაციო ქსელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მეცნიერებსა და მკვლევარებს ეძლევათ საშუალება ითანამშრომლონ მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან და მკვლევარებთან. ამ პროექტში ჩართულობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, NASA-ს ხელოვნური თანამგზავრებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების, ნიადაგების მდგომარეობის, ტყის მასივების შესწავლა და გავაკეთოთ მონიტორინგი სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე და სავარგულებზე“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ. კონფერენცია დღეს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში გაიხსნა და 16 სექტემბრამდე გაგრძელდება. კონფერენცია ორ ნაწილად ტარდება და კავკასიის ანალოგიური ქსელის დამფუძნებელ კონფერენციას (11-12 სექტემბერი) და მოქმედი საინფორმაციო ქსელების მსოფლიო სამიტს (13-16 სექტემბერი) აერთიანებს, რომელიც უნიკალური საშუალებაა ქართველი მკვლევრებისთვის სამეცნიერო კავშირების დასამყარებლად. საქართველოს ლანდშაფტური მრავალფეროვნების გაცნობის, მიწათსარგებლობისა და მიწის დაფარულობის მიმდინარე ცვლილების და ასევე პროექტების გაცნობის მიზნით, კონფერენციის ბოლოს დელეგატები ჯიღაურას მევენახეობა-მებაღეობის სამეცნიერო-კვლევით ბაზას მოინახულებენ. (NS)
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)