2017-09-11 09:19:50, 2351 ნახვა
საზოგადოება
დაშავებულ სამხედროს სამედიცინო დაწესებულებიდან, სავარაუდოდ, ხვალ გაწერენ
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზიდან 5 კილომეტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ზაურ ზურაბის ძე კომახიძე დაშავდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაშავებულ მშვიდობისმყოფელს მსუბუქი ბაროტრავმა აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ამ დროისათვის ქართველი სამხედრო მოსამსახურე ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი, სადაც მას საჭირო კვლევები უტარდება. კაპრალს სამედიცინო დაწესებულებიდან, სავარაუდოდ, ხვალ გაწერენ“,-აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
ავტორი: ,