|
2015-04-28 12:28:44, 528 ნახვა
საზოგადოება
განათლების სამინისტროსთან მშობელთა საინიციატივო ჯგუფი აქციას მართავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, მშობელთა საინიციატივო ჯგუფი აქციას მართავს. აქციის მონაწილეები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებულ "ზოგადი განათლების" შესახებ კანონპროექტს უჭერენ მხარს, რომლის თანახმადაც, ბავშვს, რომელსაც 31 დეკემბრამდე 6 წელი უსრულდება, სკოლაში შესვლის საშუალება უნდა მიეცეს. ისინი დეპუტატებს მოუწოდებენ, რომ ხვალ ჩანიშნულ კენჭისყრაზე ამ კანონპროექტს მხარი დაუჭირონ. აქციის მონაწილეებს ტრანსფარანტები აქვთ გამოტანილი, წარწერით - „ერთი კვირა = 1 წელს“, „ჩვენ 20 ათასი ვართ“, „გთხოვთ შემიშვათ სკოლაში“, „ნუ დამტოვებთ ბაღში 8 დღის გამო“. აქციაზე ასევე იმყოფება აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი, კობა სუბელიანი. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 10 და 20 დღის გამო, ბავშვი სკოლის გარეთ არ უნდა დარჩეს. „მშობლებმა გადაწყვიტეს აქციის ჩატარება დეპუტატების მხარდასაჭერად, რომლებაც წინ კენჭისყრაზე ხმა მისცეს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც 10 დღის გამო, ბავშვი არ უნდა დარჩეს გარეთ. მომიწვიეს, როგორც კანონპროექტის ინიციატორი. მოვედი და მხარს ვუჭერ მათ მოთხოვნას. მიმაჩნია, რომ 10 და 20 დღის გამო, ბავშვი სკოლის გარეთ არ უნდა დარჩეს. ეს არის მშვიდობიანი აქცია და არა პოლიტიკური“, - განაცხადა სუბელიანმა. მისივე თქმით, საქართველოში სულ 20 ათასი ბავშვია, რომლებიც რამდენიმე კვირისა და თვის გამო, წელს სკოლაში შესვლას ვერ ახერხებენ.
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)