|
2017-09-09 02:31:08, 1335 ნახვა
სამხედრო
ორფოლოს პოლიგონზე „Agile Spirit 2017”-ის საველე წვრთნები მიმდინარეობს
ორფოლოს პოლიგონზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2017”-ის საველე წვრთნები აქტიურად მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებში საქართველოს შეიარაღებული ძალების, აშშ-ის საზღვაო ქვეითების და არმიის, ბულგარეთის, რუმინეთის და უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ. საველე წვრთნების სცენარის მიხედვით, სამხედროები თავდასხმით, თავდაცვით და სტაბილურობის ოპერაციებს აწარმოებენ. 1300-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე წვრთნებს თავმოყრის რაიონის დაკავებაში, რეკოგნოსცირება/სათვალთვალო საგუშაგოების დაკავებაში, სადაზვერვო ოპერაციებში, ბრძანების შემუშავებაში, მაღალი ღირებულების მიზნის განსაზღვრაში, სადესანტო საპარაშუტო ოპერაციებში, სპეციალური ოპერაციების ძალების რეკოგნოსირებაში, შეღწევა/ინფილტრაციაში და პირდაპირ მოქმედებაში, ასევე მანევრისა და ცეცხლის ინტეგრირებაში გადიან. წვრთნებში გამოყენებულია საქართველოს შეიარაღებაში არსებული ტ-72 ტიპის ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა (ქსმ) 1 და 2, თვითმავალი საარტილერიო დანადგარი DANA (152 მმ), სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა დიდგორი, ასევე ამერიკული ტანკი M1A1 Abrams, ამერიკული მსუბუქად შეჯავშნული ჯავშანტრასპორტიორი LAV, შეჯავშნული HMMWV, 155მმ საარტილერიო დანადგარი M777, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომპლექსი TOW, 50 კალიბრიანი ტყვიამფრქვევის ცეცხლის მართვის სისტემა CROW, უკრაინული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი AN-26, 2 საფრენი აპარატი Iroquois UHIH, 73 მმ ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი სპგ-9, 81, 82 და 120 მმ ნაღმმტყორცნები. „Agile Spirit 2017“-ს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპისა და აფრიკის ძალები ატარებენ. წვრთნებში საქართველოს, აშშ-ის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიის და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები იღებენ მონაწილეობას. სწავლება სამეთაურო-საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს და მისი მიზანი ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნა, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთქმედებების გაუმჯობესება, ქვეითი და მექანიზირებული ქვედანაყოფების შერწყმა, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთანამშრომლობის დახვეწაა. სწავლების სცენარი სტაბილურობის და შეტევა/თავდაცვით ოპერაციებს ემყარება. სწავლების საველე და სამეთაურო-საშტაბო ფაზები, ოფიციალურად, 11 სექტემბერს საჩვენებელი წვრთნებით დასრულდება.
(NS)
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის წევრი, აქტზე ხელმომწერი ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
აშშ მოითხოვს, რომ ევროპას უკრაინაში ომის შესახებ მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი მიეცეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის პარტნიორები ახლო აღმოსავლეთში ირანის ბლოკადის გაგრძელებას იმედოვნებენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)