2017-09-08 03:38:14, 3313 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი კობახიძემ გენერალური აუდიტორის პოსტზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა წარადგინა
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გენერალური აუდიტორობის კანდიდატი დაასახელა.
მან ამ თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა ცოტა ხნის წინ წარადგინა.
„ლაშა თორდიას ამოეწურა 5 წლიაბი ვადა. მინდა, მადლობა გადავუხადო მას გაწეული მუშაობისთვს. გენერალური აუდიტორის წარდგენა პარლამენტის თავმჯდომარის ექსკლუზიური უფლებაა და ვსარგებლობ ამ პრეროგატივით.ირაკლი მექვაბშვილის კანდიდატურას წარმოგიდგენთ, მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ფინანსურ ინსტტიუტებში მუშაობის, წლების განმავლობაში იყო ეროვნული ბანკის თანამშრომელი“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მომდევნო პლენარულ სხდომაზე ჩატარდება კენჭისყრა და დარწმუნებულია, მას პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს.
ავტორი: ,