2017-09-04 02:17:36, 2398 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო სამსახური: ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძარი მასშტაბური არ არის - სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება
ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთაზე ხანძარის ქრობის პროცესში 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველია ჩართული.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მათივე ცნობით, ხანძარი მიუვალ ადგილზეა, ამიტომ ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის შესაყვანად, ალტერნატიული გზების მოძიება მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა ხანძარი გავრცელებული. ცეცხლი მეჩხერ ტყეს უკიდია და ის ხშირფოთლოვან ტყეში არაა შესული. ადგილზე ცოცხალი ძალის მობილიზება კვლავ გრძელდება.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ ტერიტორიაზე ხანძარი წლების წინაც გაჩნდა, სწორედ ამიტომაც არაა ამ ადგილზე მასიური ტყე.
ავტორი: ,