|
2015-04-27 15:22:13, 618 ნახვა
საზოგადოება
მე-6 და მე-9 კლასელთა ტესტირებაში მონაწილეობის მსურველი სკოლების რეგისტრაცია დაიწყო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მე-6 და მე-9 კლასელთა ტესტირებაში მონაწილეობის მსურველი სკოლების რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაციის პროცესი 15 მაისს დასრულდება. ტესტირებაში სკოლების მონაწილეობა ნებაყოფლობითია. კონკრეტული სკოლის შედეგები ხელმისაწვდომია მხოლოდ მონაწილე სკოლისათვის. ტესტირება კომპიუტერულად 2-დან 9 ივნისამდე ჩატარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული - როგორც მეორე ენა, მათემატიკა, ინგლისური ენა. მე-9 კლასის მოსწავლეებისათვის კი დამატებით გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და ხელოვნებაში. „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სკოლებს 2012 წლიდან სთავაზობს პროექტს, რომლის მიზანიც დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეთა (მე-6 კლასი, მე-9 კლასი) მიღწევების შეფასება და სასწავლო პროცესის მხარდაჭერაა. მოსწავლეთა შეფასების საფუძველზე სკოლებს მიეწოდებათ ინფორმაცია კონკრეტული მოსწავლისა და სკოლის მიღწევების შესახებ. შეფასების შედეგები იმგვარადაა წარმოდგენილი, რომ ის ეფექტურად შეიძლება იქნეს გამოყენებული მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების ქმედითი ღონისძიებების დასაგეგმად”, - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)