20:50 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-31 01:57:16, 2295 ნახვა

საზოგადოება
არსებული ინფორმაციით, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გულშემატკივართა ჯგუფი ისრაელში არ შეუშვეს

თელ-ავივის აეროპორტში გუშინ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გულშემატკივართა 31-კაციანი ჯგუფი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ აბაიშვილი ავრცელებს.

აბაიშვილის ინფორმაციით, 6-საათიანი ეპოპეის შემდეგ მხოლოდ 20-მა მოახერხა საპასპორტო კონტროლის გავლა, 11 კი აეროპორტის ტერიტორიაზე არსებულ დროებით დაკავების იზოლატორში დეპორტაციისთვის გადაიყვანეს.  

„აღშფოთებული და შეურაცხყოფილი ვარ იმ დამოკიდებულებით, რასაც ისრაელის სახელმწიფო იჩენს ქართველების მიმართ. გუშინ, თელ ავივის აეროპორტში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გულშემატკივართა 31-კაციანი ჯგუფი დააკავეს. 6-საათიანი ეპოპეის შემდეგ მხოლოდ 20-მა მოახერხა საპასპორტო კონტროლის გავლა, 11 კი აეროპორტის ტერიტორიაზე არსებულ დროებით დაკავების იზოლატორში დეპორტაციისთვის გადაიყვანეს, მათ შორის, ჩვენი ნაკრების წევრის, დუდა სანაძის ძმაცაა. სამწუხაროდ, ებრაელებს ძალიან მოკლე ისტორიული მეხსიერება აღმოაჩნდათ და ისტორიული მადლიერების გრძნობაც აშკარად ღალატობთ“, - აცხადებს მიხეილ აბაიშვილი. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics