2017-08-31 01:10:19, 2270 ნახვა
საზოგადოება
დღეს გორი-თბილისის მიმართულებით გარკვეული დროით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
დღეს გორი-თბილისის მიმართულებით 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
როგორც "ექსპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 40კმ-ზე, მდინარე ქსანზე არსებული სახიდე გადასასვლელის ტოპო-გეოდეზიური სამუშაოების წარმოებისთვის, საჭიროა სავალი ნაწილის დროებით შევიწროვება ჯერ ერთ, შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე ორივე მიმართულებით. სამუშაოები, 31 აგვისტოს გორი-თბილისის მიმართულებაზე, დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე განხორციელდება.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.
ავტორი: ,