2017-08-28 12:07:20, 2163 ნახვა
საზოგადოება
ახალქალაქში ხანძარი ლოკალიზებულია
ახალქალაქში ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც შსს-ში აცხადებენ, რთული რელიეფის მიუხედავად, მეხანძრე მაშველების დროული და ეფექტური რეაგირების შედეგად, 2-3 ჰა ფართობზე გავრცელებული ხანძრის ლოალიზება უმოკლეს დროში მოხდა.
ამჟამად, ხანძრის ცალკეული კერების ლიკვიდირება მიმდინარეობს. ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ - „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ ახალქალაქში, სოფ. კორხის მიმდებარედ, მთის ფერდობზე, შერეული ტყის მასივში გაჩნდა ხანძარი. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყონებლივ მოხდა ათეულობით მეხანძრე-მაშველისა და შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის მობილიზება“,-აცხადებენ შსს-ში.
ავტორი: ,