2017-08-27 08:56:51, 2871 ნახვა
საზოგადოება
მაია მიმინოშვილი უმაღლესი სასწავლებლის გარეთ დარჩენილ აბიტურიენტებს მიმართავს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ყველა პირველკურსელს სტუდენტობას ულოცავს. ასევე მიმინოშვილი მიმართავს უმაღლესი სასწავლებლის გარეთ დარჩენილ აბიტურიენტებს.
„ყველა პირველკურსელს ვულოცავ სტუდენტობას და კიდევ უფრო დიდ და მნიშვნელოვან წარმატებებს ვუსურვებ! მინდა გავამხნევო ის აბიტურიენტები, რომლებიც გულდაწყვეტილები აღმოჩნდნენ - მჯერა თქვენი შესაძლებლობების და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მიაღწევთ მიზანს!
ჩვენი მხრივ, წელსაც განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ თქვენს სურვილებსა თუ საჭიროებებს. მზად ვართ, ახალი სასწავლო წლიდან ერთად განვიხილოთ ყველა საინტერესო საკითხი ინტერნეტ სივრცეში თუ უშუალო შეხვედრებისას“,-წერს მაია მიმინოშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
28 176 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა
http://epn.ge/index.php?id=50855
ავტორი: ,