2017-08-27 06:25:56, 3267 ნახვა
საზოგადოება
28 176 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა
28 176 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ბრიფინგი გამართა. მან საზოგადოებას ჩარიცხვისა და სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
მიმინოშვილის თქმით, 28 176 სტუდენტიდან 10500-ზე მეტი აპლიკანტის სწავლას სახელმწიფო სრულად, ან ნაწილობრივ დააფინანებს. 100%-იანი გრანტი 1 009-მა აპლიკანტმა მოიპოვა.
ამასთან, 363 აბიტურიენტი, რომლებმაც ბარიერი გადალახეს, უმაღლეს სასწავლებლეში ვერ მოხვდნენ. მიმინოშვილის შეფასებით, აღნიშნულის მთავარი მიზეზი ისაა, რომ მათ ბევრი უმაღლესი სასწავლებლის მითითების შესაძლებლობა არ გამოიყენეს.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი გავიდა.
ავტორი: ,