2017-08-17 10:06:33, 2478 ნახვა
საზოგადოება
სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას 10 სექტემბერს გეგმავს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი 10 სექტემბერს უკარინაში დაბრუნებას პოლონეთის გავლით გეგმავს.
ამის შესახებ ექს პრეზიდენტმა Facebook-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის კიევში მოქალაქეობის უფლების დაცვას შეეცდება.
„შევხვდეთ 10 სექტემბერს გამშვებ პუნქტ კრაკოვეცთან. მე ვემზადები და ვიცი რას გავაკეთებ, ვიცი როგორ ვიმოქმედო, მაგრამ მჭირდება თქვენი დახმარება, თქვენთან ერთად ყველაფერი გამოვა. ჩვენ უნდა შევცვალოთ სისტემა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მარადიორი უნდა იყო, რომ ომის პირობებში ფულს აკეთებდე და ფიქრობდე, რომ ეს დიდხანს გაგრძელდება“,-განაცხადა სააკაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან