15:01 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-16 11:55:37, 2284 ნახვა

საზოგადოება
„გარიყულას კოშკის“ განახლება დაიწყო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და "თიბისი ბანკის" მხარდაჭერით, არტ-ვილა გარიყულას "კოშკის" აღდგენა დაიწყო.

პროექტის მიზანია არტ-ვილა გარიყულას ყველაზე სახასიათო არქიტექტურული დეტალის  „კოშკის" როტონდის გამაგრება და მისიიატაკისა და რიკულებიანი მოაჯირის განახლება. ამის შემდგომ, როტონდას თავდაპირველი ფუნქცია დაუბრუნდება - სასახლის მფლობელი და მისი დამპროექტებელი, როგორც ადგილობრივები გადმოგვცემენ, როტონდას სანათურივით იყენებდა დაგანსაკუთრებულ, საზეიმო შემთხვევებში შუქურასავით ანათებდა.

არტ-ვილა გარიყულა, წარსულში - ბოლგარკიაანთ სასახელე, სოფელ გარიყულაში პოლონური წარმოშობის თბილისელმა სამოქალაქოინჟინერმა ვასილი ბოლგარსკიმ ააშენა 1885 წელს.

ბოლგარსკის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება ეროვნულ არქივში. ცნობილია, რომ ის იყო ჭრელი აბანოს კომუნიკაციების, დღევანდელი ეროვნული გალერეისა და უკვე აღარარსებული სამხედრო ტაძრის ინჟინერი.

სოფელ გარიყულაში მას ქონდა საკმაოდ დიდი მეურნეობა, რომელიც მოიცავდა მარანს თავისი საწნახელითა და ქვევრებით (დღემდემოქმედია), სამაცივრე მეურნეობას, ვრცელ ვენახებს და საკონსერვო წარმოებას.

გასაბჭოების შემდეგ, ბოლგარსკი გააკულაკეს. მოახდინეს მისი ქონების კონფისკაცია, სააგარაკო მამულში კი სკოლა პანსიონი გახსნეს. მოგვიანებით, შენობა სამხატვრო აკადემიას გადაეცა, მაგრამ საკმაოდ სწრაფად ისევ სახელმწიფოს გამგებლობაში გადავიდა. 80-იანწლებში გავერანებულ, ნახევრადდანგრეულ შენობაში სოფლელები თივას ინახავდნენ.

ბოლგარსკიაანთ სასახლის ახალი ისტორია 2000 წელს დაიწყო, როცა თბილისელი მხატვრის, ყარამან ქუთათელაძის ინიციატივით, მოხდატერიტორიის დასუფთავება და ნაგებობის აღდგენა. ამ სამუშაოში, მოხალისეებად იყვნენ ჩართული თბილისის სახელმწიფო სამხატვროაკადემიის სტუდენტები, ქართველი და უცხოელი არქიტექტორები. ნახევრადდანგრეულმა ბოლგარსკიაანთ სასახლემ ახალი ფუნქციაშეიძინა - გარდაიქმნა ხელოვნების რეგიონულ ცენტრად, სადაც , 2000 წლიდან მოყოლებული, უამრავი საინტერესო წამოწყებახორციელდება.

დღეს, შენობა ეროვნული მნიშვნელობის არქიტექტურის ძეგლია. ყველა სამუშაო, დაკავშირებული შენობის აღდგენასთან, ტარდებაკულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ქვეშ, არტ-ვილა გარიყულასა და მისი ფესტივალის - Fest I Nova-ს ტრადიციული სპონსორის - თიბისი ბანკის მხარდაჭერით.

როტონდა ბოლგარსკიაანთ სასახლის სიმბოლოა. თავის დროზე, ვასილი ბოლგარსკის იქ დამონტაჟებული ჰქონდა სანათური, რომელიცსოფლის თითქმის ყველა ნაწილიდან, შუქურასავით ჩანდა.

დღესდღეობით, როტონდა მოითხოვს გამაგრებას, რიკულებიანი ხის მოაჯირისა და იატაკის შეცვლას. ეს არის ის მინიმუმი, რაც სასახლის ამ სახასიათო არქიტექტურული დეტალის წესრიგში მოყვანას სჭირდება. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს რესტავრაციის პროექტზე მუშაობა, რომლის დასასრულს, სააგენტოსთან შეთანხმებით, მოაჯირების, კიბეებისა და იატაკის გამოცვლა დაიწყება. 

(R) 
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics