15:02 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-16 11:08:58, 2254 ნახვა

საზოგადოება
„თბილისი 2017“ 7-8 ოქტომბერს გაიმართება

„თბილისობა 2017“  7-8 ოქტომბერს გაიმართება.

სახალხო დღესასწაული წელსაც მასშტაბური იქნება და მთელ ქალაქს მოიცავს, მთავარი ლოკაციები კი "ახალი ტფილისი", რიყე და ლეღვთახევი იქნება. "თბილისობა 2017"-ის ფარგლებში, მოეწყობა სხვადასხვა კულტურული და სპორტული  ღონისძიებები, საბავშვო/გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, კულინარიული გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები და სხვა.

ყოველწლიურ საშემოდგომო დღესასწაულზე ყველა თაობის წარმომადგენელი მისთვის საინტერესო ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებს.

თბილისობის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში უკვე შექმნილია დედაქალაქის მთავრობის წევრებისგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც ღონისძიების სრულყოფილად და შეუფერხებლად ჩატარებას უზრუნველყოფს. 

ღონისძიებასთან დაკავშირებული ნებისმიერი განაცხადი (პროექტი, იდეა, მოსაზრება, წინადადება) მერიაში მიმდინარე წლის 8 სექტემბრამდე მიიღება, რის შემდეგაც, სახალხო დღესასწაულამდე 1 თვით ადრე, წინამოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადავა. 

დაინტერესებულ პირებს განაცხადების შემოტანა თბილისის მერიის კანცელარიაში (შარტავას ქ. #7), კულტურის საქალაქო სამსახურის სახელზე შეუძლიათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics