2017-07-30 15:37:53, 2271 ნახვა
საზოგადოება
შსს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით თბილისის ქუჩებში გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკლ პენსის ვიზიტთან დაკავშირებით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი თბილისის ქუჩებში გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს.
კერძოდ, როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 31 ივლისის 10:00 საათიდან 1 აგვისტოს 17 საათამდე ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალება ჭანტურიას ქუჩაზე.
31 ივლისს 20:00 საათიდან 1 აგვისტოს 16:00 საათამდე დაიკეტება რუსთაველის გამზირი.
31 ივლისის 19:00 საათიდან 22:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება კოჯრის გზატკეცილზე, კოჯრიდან თბილისის მიმართულებით.
ავტომანქანები შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი ახალი გზით იმოძრავებენ.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან