2017-07-27 11:30:00, 2161 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 62%-ს არ აქვს გადაწყვეტილი თვითმმართველობის არჩევნებზე ვის მისცემს ხმას
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 62%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემს ხმას.
35% კი ამბობს, რომ გადაწყვეტილი აქვს, ვის მისცემს ხმას.
NDI-მ და CRRC–საქართველომ დღეს მედიას საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინეს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან