2017-07-26 11:09:49, 2262 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 90%-ს ვიზალიბერალიზაციის შესახებ ინფორმაცია აქვს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას ვიზალიბერალიზაციის შესახებ ინფორმაცია აქვს.
კერძოდ, გამოკითხულთა 90% ამბობს, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციის თაობაზე სმენია.
NDI-მ და CRRC–საქართველომ დღეს მედიას საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინეს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან