2017-07-26 11:07:35, 2221 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 52% ცენტრალური მთავრობის საქმიანობას საშუალოდ აფასებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 52% ცენტრალური მთავრობის საქმიანობას საშუალოდ აფასებს. გამოკითხულთა 1%-კარგად აფასებს, ასევე1% ძალიან კარგად, 35% კი მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.
NDI-მ და CRRC–საქართველომ დღეს მედიას საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინეს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან