|
2015-04-23 14:31:55, 615 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრმა ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებისთვის განკუთვნილ ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბიბლიოთეკას სახსოვრად „საქართველოს ისტორიის“ ოთხტომეული გადასცა. შსს-ს ინფრომაცით, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა I სამმართველოს ბაზაზე არსებულ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა ბიბლიოთეკას, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 600-მდე წიგნი შეემატა. წიგნები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და ცენტრის სხვა დანაყოფების თანამშრომელთა ინიციატივით შეგროვდა. ღონისძიებას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ფანცულაია, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თეიმურაზ ეუბიძე და შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიების ცენტრის ადმინისტრაციის უფროსი რუსუდან კასრაძე დაესწრნენ. ბიბლიოთეკის განახლებული წიგნების ფონდი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მომსახურე ჯარისკაცებს საშუალებას მისცემს თავისუფალ დროს გაეცნონ მათთვის საინტერესო სხვადასხვა თემატიკის ლიტერატურას და ცოდნა გაიღრმავონ. აღნიშნული ტიპის ბიობლიოთეკების გახსნა შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებშიც იგეგმება.
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)