2017-07-24 18:31:41, 2601 ნახვა
საზოგადოება
ირბახის ქუჩა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო აგვისტოს ბოლომდე გადაიკეტება
მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე გზის სარეაბილიტაცო სამუშაოები გამო ირბახის ქუჩა გადაიკეტება, ხოლო წურწუმიას ქუჩაზე ავტომობილები ორ მხრივად გადაადგილდებიან.
"დღეიდან, მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ირბახის ქუჩა გადაიკეტება, ხოლო წურწუმიას ქუჩაზე ავტომობილები გადაადგილდებიან ორ მხრივად.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური თბილისში ავლაბრის მოედნიდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე მონაკვეთის გზის კაპიტალურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს ნ. ირბახის, ა. წურწუმიას, ავლიპ ზურაბიშვილის ქუჩების სრულ, ხოლო თელავის ქუჩის მონაკვეთის კაპიტალურ რეაბილიტაციას",-ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან