17:54 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-23 17:19:33, 2494 ნახვა

საზოგადოება
საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო აქტივისტები პატრულირებას იწყებენ

საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო აქტივისტები  25 ივლისიდან პატრულირებას იწყებენ.

სამოქალაქო აქტივისტებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილასთან მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს. 

როგორც ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქაცარავამ აღნიშნა, საოკუპაციო ზოლზე შეკრებები და სამოქალაქო პატრულირება პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

„ეს იქნება ყოველდღიური პატრულირება, რომელიც შეთანხმებული იქნება, ბუნებრივია, ძალოვან სტრუქტურებთან. ჩვენ ამ აქციით და ჩვენი აქტივობით, მხოლოდ და მხოლოდ გვერდით ვუდგავართ ჩვენ მთავრობას. ჩვენი განწყობაა, რომ დავეხმაროთ იმ უდიდეს მისიაში და საქმეში, რასაც საქართველოს გამთლიანება და ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია ეწოდება“,-აღნიშნა ქაცარავამ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ოკუპანტებმა სოფელ ყარაფილასთან ხნული გაავლეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics