2017-07-23 14:44:19, 2652 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი პატრიარქს: თქვენგან ვისწავლეთ ძალა აგრესიის გარეშე, სიყვარული პირფერობის გარეშე
„თქვენგან ვისწავლეთ ძალა აგრესიის გარეშე, სიყვარული პირფერობის გარეშე“,-ასე მიმართა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესს და უნეტარესს ილია მეორეს სნოში, სიტყვით გამოსვლისას.
„ ჩვენ თქვენგან ვისწავლეთ ძალა აგრესიის გარეშე, სიყვარული პირფერობის გარეშე, ვისწავლეთ რწმენა ფანატიზმის გარეშე, შებრალება შეცოდების გარეშე. თქვენ ნამდვილდ შეძელით და განამტკიცეთ ჩვენი ერი“, - მიმართა პრეზიდენტმა პატრიარქს.
ცნობისთვის, დღეს, ყაზბეგში სასტუმრო „სნო“ გაიხსნა.
გახსნის ცერემონიას პატრიარქი, პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან