2017-07-23 10:57:34, 2550 ნახვა
საზოგადოება
სანდრო ბრეგაძე: გაგვაფრთხილეს თუ ნაცჯალათებს არ გავატარებთ დაგვარბევენ
„ყურადღება ! „ქართველთა მარშს“ დაარბევენ“,-ამის შესახებ მოძრაობა „ეროვნულების“ თავმჯდომარე სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, ბოკერიას და "ნაცების" დაჟინებული მოთხოვნით კოჰაბიტირებულმა ხელისუფლებამ და თბილისის მერიამ მათ აქციას აღმაშენებლის გამზირზე სანქცია გაუუქმა.
„ყურადღება! ქართველთა მარშს დაარბევენ.ბოკერიას და ნაცების დაჟინებული მოთხოვნით კოჰაბიტირებულმა ხელისუფლებამ და თბილისის მერიამ ჩვენს აქციას აღმაშენებლის გამზირზე გაუუქმა სანქცია.გაგვაფრთხილეს რომ თუ ნაცჯალათებს არ გავატარებთ დაგვარბევენ.ჩვენ მზად ვართ შევეწიროთ!უფალი იყოს ჩვენი შემწე.
ხვალ ალბათ ბოკერიას ბრძანებით დამაპატიმრებენ.მოძრაობა ეროვნულებს უხელმძღვანელებს ბატონი ზურაბ ენუქიძე“,-წერს ბრეგაძე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან