|
2017-07-15 15:56:12, 2544 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტს გოჩა სვანიძეს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს გოჩა სვანიძეს შეხვდა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე რეგიონში რაგბის განვითარებისა და პოპულარიზაციის საკითხებზე, რაგბში სპორტული შეკრებებისა და ღონისძიებების ხელშეწყობაზე ისაუბრეს. რაგბის კავშირის წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა, რომ აჭარის რეგიონი გამოირჩევა როგორც რაგბის მიმართულებით არსებული თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ისე ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდა რაგბისტებით. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა ყველა არსებული რესურსით მაქსიმალურად იქნეს მხარდაჭერილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობა. მისი თქმით, ფონდი „ქართუს" დახმარებით, დღეს რეგიონს გააჩნია უდიდესი პოტენციალი გაიმართოს მაღალი დონის შეკრებები და საერთაშორისო ღონისძიებები რაგბში, გაიზარდოს დაინტერესება რაგბის მიმართ ახალგაზრდა თაობაში და მიღწეულ იქნეს უფრო მეტი წარმატება. შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი მუხრან ვახტანგაძე და რაგბის კავშირის რეგიონული წარმომადგენლები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)