06:29 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-09 13:00:14, 2046 ნახვა

საზოგადოება
არჩილ ბუკიამ "საქართველოს მელიორაციაში" მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებზე ისაუბრა

„საქართველოს მელიორაციაში“ მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებზე  კომპანიის დირექტორმა, არჩილ ბუკიამ გორში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელსაც კომპანიის რეგიონულ წარმომადგენლებთან ერთად, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

როგორც არჩილ ბუკიამ შეხვედრაზე განაცხადა, კომპანიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება უფლებამოსილებათა დეცენტრალიზაციის მიმართულებით, რაც სერვისცენტრების ფუნქციური დატვირთვის გაზრდას და შედეგად, აბონენტთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას გულისხმობს. 

მისივე თქმით, ამავე დროს, მნიშვნელოვნად გაძლიერდება მონიტორინგის სისტემა, რომელიც სარწყავი წყლის უკანონო მოხმარების გამოვლენას უფრო ოპერატიულს და ეფექტიანს გახდის.  

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რწყვის სეზონის აქტიურ ფაზაში შესვლასთან  დაკავშირებით, საქართველოს მელიორაცია  მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. 

კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, რეგიონებში შეიქმნა საკოორდინაციო შტაბები, რომელიც კოორდინაციას გაუწევს რწყვის პროცესს. 

შტაბებში თავს მოიყრის სრული ინფორმაცია, რომლის დამუშვებისა და ანალიზის შემდეგ, ოპერატიულად გადაწყდება სარწყავი წყლის განაწილებისა და მის ეფექტიანი მოხმარების საკითხები.

ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ეძლევა დამატებითი ინფორმაცია მიიღოს რწყვის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ცხელი ხაზის ნომერია: 15 01 

ანალოგიურ შეხვედრებს „საქართველოს მელიორაციის“ ხელმძღვანელები ქვეყნის ყველა რეგიონში გამართავენ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics